08:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 10:58:36, 3109 ნახვა

სამართალი
ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების და სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ამზადებდა სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებსა და ყალბ აქციზურ მარკებს, რომლებითაც აღნიშნულ პროდუქციას ეტიკეტირებას უკეთებდა.

„ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები შემდგომში რეალიზდებოდა თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ გლდანისა და დიდუბე-ჯუღურეთის რაიონებში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და კვების დაწესებულებებში.

ჩხრეკის შედეგად  ნაქირავები ბინიდან, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილიდან  და სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის: Stolichnaya, Nemiroff, Finlandia, Talka, Polus და Хлебная. ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ამოღებულია ჩამოსასხმელად გამზადებული ცარიელი ბოთლები, ალკოჰოლის დამზადებისა და ჩამოსხმისთვის საჭირო მასალები და ყალბი აქციზური მარკები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 196-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების დამზადების ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics