07:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 12:34:46, 1114 ნახვა

ეკონომიკა
საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლები 3.7 მილიონით დაჯარიმდნენ

დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ბიზნესს 2025 წელს 3.746 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მათ შორის მხოლოდ დეკემბერში, დამსაქმებლები თითქმის 800 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, გასულ წელს კანონის გამკაცრების შემდეგ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დამსაქმებელი პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით ჯარიმდება.

გარდა ჯარიმისა, რომელიც ბიუჯეტში მიემართება, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დამსაქმებელს ეკისრება საურავიც, საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც ფონდში არ გადარიცხულა, ან ვადის დარღვევით გადაირიცხა. საურავის ოდენობა თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული 5%.

აღსანიშნავია, რომ 2025 საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 706 ათასი ადამიანი იყო. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26,820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 124 მილიონი ლარი.

დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics