02:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 16:11:16, 794 ნახვა

სამხედრო
დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა გააცნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა გააცნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს წარმომადგენლებმა ამ პროგრამის მიზნებზე, ამოცანებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ინფორმირებას, მათთან შეხვედრებს და პრობლემების გაცნობას, ასევე საინფორმაციო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასა მოიცავს. მიზანი კი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიური კუთხით მომზადებაა.

სამხედრო ქვედანაყოფებში საინფორმაციო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, 5 აგვისტოს, დასრულდა. „სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების მხარდაჭერის“ პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მასში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლობაც არის ჩართული.

დასავლეთ სარდლობის დანაყოფების შემდეგ ანალოგიური ღონისძიებები აღმოსავლეთ სარდლობის დანაყოფებშიც იგეგმება. პროგრამაში მოხალისეთა ჯგუფები ჩაერთვებიან, რომლებიც გადამზადების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics