00:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 17:47:56, 575 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: სამართალდამცავებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ალასანიას განცხადებით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული.

“მინდა მწუხარება გამოვთქვა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის სატკივარი. წლებია საზოგადოება ელის სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის სამართლებრივ შეფასებას და ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიებას. დღეს მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული!”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაჯალაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics