08:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 13:05:56, 493 ნახვა

სამართალი
შსს: მარტში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ანტინარკოტიკული პოლიტიკა. კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კლების ტენდენციაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, მარტში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, სახელმწიფო კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას. სახელმწიფო კომისია ეფექტური მონიტორინგისა და ინფორმაციის სისტემატური გაცვლის მიზნით ყოველთვიურად იკრიბება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics