18:20 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 21:20:44, 851 ნახვა

სამართალი
ეკონომიკის სამინისტრო აგრალური უნივერსიტეტის შესახებ განაჩენს არ გაასაჩივრებს

„მიუხედავად იმისა, რომ უფლება გვაქვს, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილებაარ ვაპირებთ გასაჩივრებას და რა თქმა უნდა, დავუდასტურებთ მათ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რას აპირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აგრარულ უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმდინარე პროცესის თაობაზე დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.

„აქამდე რაც იყო, იმაზეც მინდა მცირე განმარტება გავაკეთო: არსებობდა გამოძიების მხრიდან წამოსული შეკითხვები შესრულებულ ვალდებულებებზე. ეს შეკითხვები იყო ლეგიტიმური, იმ წინასწარი ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც არსებობდა ხარჯებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებს  გაეცა პასუხი, შესაბამისად, მე პირადად ვერ ვხედავ  საფუძველს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics