14:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 14:37:06, 615 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პარიზში იმყოფება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პარიზში იმყოფება. 
ღარიბაშვილი პარიზში დაგეგმილ ერთიანობის მხარდამჭერ აქციას დაესწრება. 

ცნობისთვის, საფრანგეთში, რესპუბლიკის მოედანზე მილიონიანი მარშისთვის ემზადებიან. ამ დროისთვის "Charlie Hebdo"-ს ოფისთან, სადაც 7 იანვარს ტერორისტული აქტი მოხდა, ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. 

სოლიდარობის აქციაზე სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს ელოდებიან. მილიონიან მარშში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. 

პარიზში რუსეთის დელეგაციასაც ელოდებიან, რომელსაც სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. 
საფრანგეთში  ესპანეთისა და იტალიის პრეზიდენტებიც ჩავლენ.   ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი კი,  უკვე პარიზში  იმყოფება. 

რაც შეეხება აშშ–ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას, თეთრი სახლის ინფორმაციით, ის სოლიდარობის აქციას არ დაესწრება. მის მაგივრად აქციაზე იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე გაემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics