02:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 16:21:28, 732 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესთან კომუნიკაცია აუცილებლად გაუმჯობესდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება ბიზნესგარემოს მასტიმულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა და ბოლო პერიოდში ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის პრობლემაზე  ისაუბრა.

კვირიკაშვილის მტკიცებით, ბიზნესთან კომუნიკაცია აუცილებლად გაუმჯობესდება.

"რაც შეეხება ბიზნესგარემოს მასტიმულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებს, უმთავრესი, რაზეც ჩვენ ვიღებთ აქცენტს, ეს არის ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ნებისმიერი ახალი ინიციატივების გაჟღერებამდეც კი რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში გარკვეულად იყო პრობლემატური. არასწორი მესიჯები გავიდა რამოდენიმე შემთხვევაში ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ ბევრი ასეთი ხარვეზი იქნა აღმოფხვრილი და ამ ტიპის კანონმდებლობა შეჩერებული იქნა ზოგიერთი შუაგზაში, შუა განხილვაში, მაგრამ ეს უკვე იყო ხარვეზი და ეს უნდა ვაღიაროთ.კომუნიკაციის გაუმჯობესება ბიზნესთან აუცილებლად მოხდება და ახალი ინიციატოვების გაჟღერებამდე ახალი  რეგულაციების ზემოქმედების  შეფასების მექანიზმები იმუშავებს და ამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics