|
2016-08-23 16:30:22, 814 ნახვა
სხვადასხვა
Google-მა ვიდეოზარების განსახორციელებლად ახალი აპლიკაცია Duo აამუშავა
Google-მა ვიდეოზარების განსახორციელებლად ახალი აპლიკაცია Duo აამუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, აღნიშნული აპლიკაციით Google-მა კონკურენცია ისეთ პროგრამებს გაუწია, როგორებიცაა Apple-ის FaceTime-ი, Microsoft-ის Skype-ი და Facebook-ის Messenger-ი. აღსანიშნვია, რომ აპლიკაცია Duo სხვა ანალოგი პროგრამებისგან მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ზარის წამოწყებამდე, მომხმარებლის კამერა წინასწარ ირთვება. Google-ში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, უპასუხონ თუ არა ზარს. ცნობისთვის, Google-მა აპლიკაცია ჯერ კიდევ მაისში დააანონსა, თუმცა მოხმარებაში ის რამდენიმე დღის წინ შევიდა. მედია საშუალების ინფორმაციით, აპლიკაცია Android-ის და Apple-ის სმარტფონებზე მუშაობს. ვიდეოზარის ხარისხი ინტერნეტის სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. ზარის განსახორციელებლად, საკმარისია მომხმარებლის ნომერის ცოდნა. აღსანიშნვია, რომ აპლიკაციაში რეგისტრაცია უფასოა და Facebook-ის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, Google-მა მსგავსი აპლიკაცია - Hangouts 2013 წელს გამოუშვა, თუმცა როგორც, კომპანიაში აცხადებენ, ამ აპლიკაციას ბიზნეს-მოლაპარაკებებისთვის იყენებენ. BBC-ის ინფორმაციით, Google-ი უახლოეს მომავალში კიდევ ერთ აპლიკაცია Allo-ს პრეზენტაციას გააკეთებს. კომპანიის ინფორმაციით, აპლიკაცია მომხმარებელს "სწრაფი მესიჯის" ფუნქციას შესტავაზებს. ასე მაგალითად, თუ მეგობარი ძაღლის სურათს გამოგიგზავნით, აპლიკაცია ავტომატურად პასუხს შემოგთავაზებთ : "საყვარელი ძაღლია". აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ინკოგნიტოს რეჟიმშიც იქნება ხელმისაწვდომი. ასევე მესიჯები ავტომატურად წაშლას დაექვემდებარება. ამასთანავე, აპლიკაციას Google Assistant-ის ფუნქცია და თამაშები ექნება. Google Assistant-ი მომხმარებელს ისეთ ფუნქციას შესთავაზებს, როგორიცაა ფილმის შერჩევა საყურებლად და მატარებლის ბილეთის შეძენა.
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)