15:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 10:00:02, 439 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაპირებთ, რეგიონში ბევრ პროექტს სუბსიდირება გავუკეთოთ

მარტის თვიდან  დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას; ვაპირებთ სუბსიდირება გავუკეთოთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ  პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი  რეგიონების განვითარების გეგმაზე აქტიურად მუშაობს.

„ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე, თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, აღვწერეთ რეგიონების რესურსი, მათი პოტენციალი.  ვაპირებთ, მარტის თვიდან დავიწყოთ ამ გეგმის პრეზენტაცია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ  ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2015 წელს მაქსიმალურად  გააქტიურდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რათა წარმოება განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics