19:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 19:55:03, 1072 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის გენერალი: ირანიდან რაკეტების გაშვება 86%-ით შემცირდა პირველ დღესთან შედარებით

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დენ კენიმ პენტაგონში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგესთან ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყების დღიდან ირანის მიერ რაკეტებისა და დრონების გაშვების მნიშვნელოვან შემცირებაზე ისაუბრა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის მიერ მოკლე ან საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გასროლა საბრძოლო მოქმედებების პირველ დღესთან შედარებით - 86%-ით შემცირდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი - 23%-ით შემცირდა.

ამასთან, თქვა, რომ ირანის მხრიდან ცალმხრივი თავდასხმისას დრონების გასროლა 73%-ით არის შემცირებული.

მან ასევე თქვა, რომ ოპერაციას სამი სამხედრო მიზანი აქვს - ირანის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის ნეიტრალიზება, ირანის საზღვაო ფლოტის შესუსტება ან განადგურება და ირანის სამხედრო შესაძლებლობების სწრაფად აღდგენის თავიდან აცილება.

გენერალის თქმით, აშშ-მა ოპერაციის ფარგლებში 2 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 20-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა, რამაც დიდწილად გაანეიტრალა ირანის ძირითადი საზღვაო საბრძოლო ძალები.

"ამ პროგრესმა CENTCOM-ს საშუალება მისცა, ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე ლოკალური საჰაერო უპირატესობა დაემყარებინა" - თქვა გენერალმა და დასძინა, რომ ამჟამად "ქვეყნის შიგნით გაფართოებას" დაიწყებენ და ეტაპობრივად უფრო ღრმად დაარტყამენ ირანის ტერიტორიას. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციის მხარდასაჭერად საკმარისი ზუსტი საბრძოლო მასალა აქვთ, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კონკრეტულ რაოდენობაზე არ ისაუბრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics