09:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 14:00:40, 931 ნახვა

საზოგადოება
პური 5-10 თეთრით გაძვირდა

დღეიდან, 15 ოქტომბრიდან პური 5-10 თეთრით გაძვირდა.

ფაქტს bm.ge-სთან ადასტურებენ როგორც მაღაზიებში, ასევე მსხვილ საწარმოებშიც. მიზეზად ფქვილისა გაძვირება და მუშახელის ხელფასის ზრდა სახელდება.

2025 წლის 4 მარტს პური 20 თეთრით გაძვირდა. მაშინ გაძვირდა ე.წ მასობრივი წარმოების თეთრ პურზე. უფრო კონკრეტულად, გაძვირდა 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური.

სასურსათო სექტორის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, პურპროდუქტების მწარმოებელმა შპს "იფქლმა", 2024 წლის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. კომპანიის აუდიტირებული ანგარიშგების მიხედვით, მისი რეალიზაციის შემოსავალი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 11%-ით, 87.9 მილიონიდან 97.8 მილიონ ლარამდე.

მიუხედავად შემოსავლების ზრდისა, კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა, თუკი 2023 წელს კომპანიის მოგება 13.3 მილიონი ლარი იყო, 2024 წელს კომპანიამ 8 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც სავარაუდოდ მარჟების შემცირებას უკავშირდებოდა, რაც საწარმოო და ადმინისტრაციული ხარჯების მატებამ განაპირობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics