|
2025-04-01 15:04:03, 1199 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონს დაარტყა
რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონის ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს დილით რუსეთმა დაარტყა ხერსონის ენერგეტიკულ ობიექტს, რის შედეგადაც 45 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „ერ-რიადის შემდეგ აშშ-თან ერთ-ერთი შეთანხმება იყო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება. ამავე დროს რუსეთი განაგრძობს ამ შეთანხმების დარღვევას. უკვე დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები ხერსონში, ხარკოვსა და პოლტავის ოლქებში. დღეს დილით კი მორიგმა რუსულმა დარტყმამ დააზიანა ენერგეტიკული ობიექტი ხერსონში, რის შედეგადაც 45 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – განაცხადა სიბიგამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)