10:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 13:35:22, 1005 ნახვა

კომენტარი
გედევან ფოფხაძე: ანა დოლიძე როგორც იურისტი თავისი კვალიფიკაციით კითხვის ნიშნებს არ ბადებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  გედევან ფოფხაძის განცხადებით, ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად წარადგინა, თავისი კვალიფიკაციით  კითხვის ნიშნებს არ ბადებს.

თუმცა, როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეობა ნებისმიერი იურისტისთვის ყველაზე მეტად გამოკვეთილი და საპატიო საქმიანობაა და თავად მოსამართლეობაზე პრეტენზია არასდროს ექნება:

"როგორც იურისტი თავისი კვალიფიკაციით კითხვის ნიშნებს არ ბადებს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ მოსამართლეობა ყველაზე მეტად გამოკვეთილი და საპატიო საქმიანობაა ნებისმიერი იურისტისთვის. მე მაგალითად არასდროს არ მექნება პრეტენზია მოსამართელობაზე იმიტომ, რომ მგონია მოსამართლეს განსაკუთრებული ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა და ისეთი თვისებები სჭირდება როგორც იურისტს, რომ მე ასეთი საქმიანობისგან თავს შევიკავებდი.ანას მოვუსმენთ და ჩამოვყალიბდებით",-განაცხადა  გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics