02:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 16:03:55, 2254 ნახვა

ეკონომიკა
კომპანია „იბერკომპანი“ რაჭაში მეღვინეობის დარგში ინვესტირებას გეგმავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია  „იბერკომპანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „იბერკომპანი“ მიმდინარე და მომავალ წელს რაჭაში უნიკალური მეღვინეობის ტრადიციის აღსადგენად ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

სტუმრებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, რეგიონში ვაზის უნიკალური ჯიშების გაშენება, ღვინის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობა, აგრეთვე ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარება იგეგმება.  კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, წელს ისინი ასევე გეგმავენ გაფართოვებას ნავთობისა და უძრავი ქონების ბიზნესის კუთხითაც. 

 როგორც ფინანსთა მინისტრმა  აღნიშნა, მსგავსი ტიპის ინვესტირება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.   

 შეხვედრას ასევე მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics