09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 21:35:52, 1502 ნახვა

კომენტარი
ჯიშკარიანი ბრეგაძის განცხადებაზე - ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა

ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა, - ასე გამოეხმაურა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი.

მისივე თქმით, ცენტრ "ემპათიას" დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 16 ექსპერტი. მან დასძინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეისწავლის და იქნება შესაბამისი რეაგირება.

"იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრი ემპათიის დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა? რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი "ემპათიას" დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ჩვენც შევისწავლით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და იქნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის "დასაბუთებული" დასკვნები", - წერს ჯიშკარიანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics