15:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 10:52:50, 629 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურის წარმომადგენლების მოსმენას მხარს უჭერს

საპარლამენტო უმცირესობა მხარს უჭერს პარლამენტში მთავარი პროკურატურის წარმოადგენლების დაბარების ინიციატივას, რათა მათგან მოისმინონ  ინფორმაცია, თუ რა ხდება გახმაურებულ საქმეებზე.  

"რაც შეეხება პარლამენტში დაბარებას და დეპუტატების მხრიდან ინფორმაციის მოსმენას, მოგვაჩნია რომ დიახ, როდესაც არის ასეთი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმეები პარლამენტი უნდა იყოს ჩართული და სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერდით ასეთი ტიპის განხილვებს არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ მხარს ვუჭერთ შალვა თათუხაშვილის მკვლელობის შემთხვევაშიც და რიგ შემთხვევებში, როდესაც არსებობდა საზოგადოებრივად მაღალი ინტერესი. თუ უმრავლესობა გადაწყვეს ასეთი ფორმატით პარლამენტში მოსმენები გაიმართოს, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. პირიქით, როდესაც არის საზოგადოებრივი ინეტერესი,  მაგალითად რაფალიანცისა და თათუხაშვილის საქმეზე, ყველა ასეთ შემთხვევაში პარლამენტი უნდა იყოს ჩართული“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება თავად იური ვაზაგაშვილის დაღუპვის ფაქტს, ბაქრაძის თქმით, მას საქართველოში ასეთი შემზარავი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული არ ახსენდება.

„თავისთავად ის რაც მოხდა,  საზარელი ტრაგედიაა. მე არ მახსენდება ასეთი შემზარავი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული საქართველოში. როდესაც მშობელი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ეს ფაქტი სცილდება მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანური ტრაგედიის ფარგლებს და საჭიროა მისი სრულად გამოძიება. ეს არის დღეს ხელისუფლების ვალდებულება და პირველ რიგში,  პროკურატურის ვალდებულება",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics