00:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 13:45:11, 610 ნახვა

საზოგადოება
სოსო რობაქიძე: ვატყობ, ჩვენც გამოვხშირავთ ხალხს ნელ-ნელა, სხვანაირად თავს ვეღარ ვიცავთ ამ ქვეყანაში

ვატყობ, ჩვენც გამოვხშირავთ პროკურატურაში და შსს-ში იმ ხალხს, რომლებიც  "ნაციონალების" დროს  იყვნენ თანამდებობაზე, რადგან სხვანაირად თავს ვეღარ ვიცავთ,-ამის შესახებ გარდაცვლილი  ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ,  იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, რობაქიძემ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და  იური ვაზაგაშვილის შეხვედრა დაადასტურა.
"ის, ხალხი, რომლებიც "ნაციონალების"  დროს იყვნენ თანამდებობაზე პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღესაც არიან. ამ ხალხს მიუწვდებათ ხელი იარაღზე, ამაფეთქებელ ნივთიერებებზე, ტექნიკაზე და აბსოლუტურად ყვეალფერზე და რომ ვამბობდი, რომ ეს ხალხი გირაოს ქვეშ არ უნდა იყოს, ფირცხალავასნაირებიო, დონაძისანირები და ა.შ. ამას არავინ არ იჯერებდა და შედეგი მივიღეთ.თუ წავა ისე საქმე, რომ უნდა დაგვხოცონ, ჩვენც რაღაცას ვიზამთ რა, კანონიერად ვერაფერს ვაკეთებთ, ჩვენც გამოვხშირავთ ამ ხალხს ნელ-ნელა ვატყობთ.იმიტომ, რომ სხვანაირად თავს ვეღარ ვიცავთ ამ ქვეყანაში. შვილის საფლავთან ვეღარ მივდივართ, რომ ვიტიროთ. რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრას, ვადასტურებ, რომ 4 დღის უკან იური ვაზაგაშვილი  ბიძინა ივანიშვილს შეხვდა",-განაცხადა სოსო რობაქიძემ.
შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics