15:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-17 16:34:59, 768 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სპენსერ ოლივერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს სპენსერ ოლივერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა ზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიის სამზადისზე, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს.

“ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში და შევხვედრივარ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ ქართული სტუმართმოუვარეობა უცვლელია“, - განაცხადა სპენსერ ოლივერმა შეხვედრაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას წარმატებული საქმიანობა უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics