22:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 21:50:40, 991 ნახვა

სპეციალური ანონსი
5 მაისის ანონსი

5 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს უმასპინძლებს. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. 

5 მაისს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

5 მაისს, 11:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოში ევროპის დღეები იწყება! 7-დან 25 მაისამდე ევროპის დღეები დედაქალაქსა და რეგიონებში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. მის.: შ. დადიანის ქ. #2/1, თავისუფლების მოედანი. საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555 101 040

5 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გორში დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებებს გადასცემს. მისამართი: გორი, გიორგი ანწუხელიძის ქუჩა (სოციალური საცხოვრისის შენობა)

5 მაისს, 11:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-3 სართულზე (შეხვედრების ოთახი N1), ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შეხვედრას გამართავს ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებთან.

5 მაისს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდება. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

5 მაისს, 12.00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს TIMSS და PISA საერთაშორისო კვლევებისა და სახელმწიფო შეფასების შედეგებს გააცნობს, რომელიც სწავლის შედეგებს, მის დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც გავლენას ახდენს საგანმანათლებლო მიღწევებზე. 
მის.: 26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „ჰოლოდეი ინნ“ 

5 მაისს, 13:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისი ბანკისა“ და „ბანკი რესპუბლიკის“ გაერთიანების თაობაზე პრესკონფერენციას გამართავს. მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, მესამე სართული

5 მაისს, 15:00-ზე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ბელორუსიის ვიცე პრემიერს ვასილი ჟარკოსა და "რუპ ბელფარმაციას" გენერალურ დირექტორს ვიაჩისლავ გნიტის შეხვდებიან. ბელორუსის  რესსპუბლიკის მთავრობა, საქართველოს ხელისუფლებისგან, უსასყიდლოდ  C  ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის  - „სოვალდის“  1500 ფლაკონს მიიღებს. მის: ჯანდაცვის სამინისტრო-წერეთლის 144  საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი 558 24 07 70

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics