10:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 13:02:15, 841 ნახვა

სხვადასხვა
სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების აუცილებლობის წინააღმდეგ პეტიციას ბრიტანეთის პარლამენტი განიხილავს

27 წლის ნიკოლა ტორპმა, რომელიც სამსახურიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებაზე უარის გამო გაათავისუფლეს, პეტიცია მოამზადა, რომელსაც 48 საათში უკვე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 25 დეკემბერს ტორპი კომპანია Portico- ში დროებით სამსახურში მდივნად მოეწყო, თუმცა უფროსმა უთხრა, რომ ვერ შეუდგებოდა სამუშაოს დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ტორპმა უარი განაცხადა 5-10 სანტიმეტრიანი ქუსლის ტარებაზე და იკითხა, აიძულებდნენ თუ არა კომპანიის მამაკაც თანამშრომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას. უფროსს გაეცინა და გოგონა სამსახურიდან დაითხოვა.

ტორპის განცხადებით, ასეთი საქციელი ქალთა უფლებების დარღვევა და სექსიზმია. მან გადაწყვიტა, მოემზადებინა პეტიცია სამსახურში ქალებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსამლის ტარების აუცილებლობის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის კანონმდებლობით, კომპანიებს უფლება აქვთ, დრეს-კოდი თავად განსაზღვრონ.

პეტიციის შემდეგ, კომპანია Portico-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ აზრი შეიცვალეს და ახლა კოლეგა ქალბატონებს უფლება ექნებათ, თავად გადაწყიტონ, ატარონ თუ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

კანონმდებლობის ტანახმად თუ პეტიციას საკმარისი ხემლმომწერა ეყოლება პარლამენტმა ის უნდა განიხილოს. ვინაიდან, პეტიციას უკვე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია, ის განიხილოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics