19:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 09:38:55, 982 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: 9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება

9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

პრემიერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

''ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას.

განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლოა თუნდაც შენზე ბევრად ძლიერ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით. 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად, ისტორიად იმ ახალგაზრდების გმირობისა, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ ხსოვნას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 9 აპრილის ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics