23:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 15:22:31, 4022 ნახვა

ეკონომიკა
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია

თბილისში უამრავი განსაკუთრებული ადგილის აღმოჩენა შეიძლება. ადგილის, სადაც სტუმრობა და ბედნიერი მომენტების მეგობრებთან ერთად გაზიარება ყოველთვის სასიხარულოა.

თბილისის გულში, ისტორიულ შენობაში, იქ, სადაც ქალაქის ისტორია და თანამედროვე რიტმი ერთმანეთს კვეთს, განსაკუთრებული სივრცე - ვეტცელი გასტრონომიური სახლი 1908 წლიდან ქალაქის განუყოფელი ნაწილია.

აქ კედლებიც კი უამრავ მოგონებას ინახავს. ამ შენობაში დაწყებულა უამრავი მეგობრობა და გაბმულა არაერთი ახალი კავშირი. აქ საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ხუმრობდნენ და ერთმანეთს ამბებს უზიარებდნენ.

თანამედროვე გასტროჰაბი სრულიად განსხვავებულ სივრცეებს აერთიანებს. აქ ქართულ სტუმარ-მასპინძლობასთან ერთად კერძების უამრავ უნიკალურ კომბინაციას გაეცნობა სტუმარი. შესაძლებელია მრავალფეროვანი კონცეფციების კოქტეილ ბარების სტუმრობა, ან, თუნდაც, ცოცხალი მუსიკის ფონზე განსაკუთრებული დროის გატარება მეგობრებთან ერთად.

ვეტცელი ერთგვარი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში. ყველა მოგზაურობას კი საიმედო თანამგზავრი სჭირდება. თანამგზავრი, რომელიც სულ მხარში გიდგას. სწორედ ასეთი საყრდენია ბაზისბანკი. ბანკი, რომელთან ერთადაც გასტროჰაბი უამრავ ადამიანს დიდ გასტრონომიულ თავგადასავალში უძღვება.

ბაზისბანკის და ვეტცელი გასტროჰაბის პარტნიორობის ვიდეო ისტორია









ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics