03:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-15 20:42:11, 822 ნახვა

საზოგადოება
დოროთე ყურაშვილის 90 წლის დედა, რომელიც მონაზონია სხვა დედაოებთან ერთად ბეთლემის ტაძრიდან გამოაგდეს - არქიმანდრიტი ილია თოლორაია

მამა დოროთეს (ყურაშვილი) ტაძრიდან გაშვების შემდეგ დედა ეფემია,  რომელიც 90 წლისაა და დოროთეს დედაა,  ასევე სხვა  დედები, რომლებიც მას უვლიდნენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მამაოს ახლობელმა შეიკედლა ისინი თავის ბინაში. -  წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს

"მამა დოროთეს დედა, მონაზონი ეფემია, 90 წლისაა. ავადმყოფობს, კვირაში ორჯერ დაჰყავთ დიალიზზე, სჭირდება ჟანგბადი. ცხოვრობდა ქვემო ბეთლემის ტაძარში დედებთან ერთად, სადაც მამა დოროთე იყო წინამძღვარი.

მამაოს ტაძრიდან გაშვების შემდეგ დედა ეფემია, დედები, რომლებიც მას უვლიდნენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მამაოს ახლობელმა შეიკედლა ისინი თავის ბინაში.

მამაოს ჩამოართვეს ტაძარი, შეუჩერეს მღვდლობა — რომელიც მისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, თავისი პატიოსანი მოღვაწეობით მოპოვებული.

ხელისუფლება მილიონებს უხდის საპატრიარქოს. ბოტკოველისა და ჯაღმაიძის სიმდიდრეებიც მილიონებს სცდება.

მართალი მღვდლის დასჯის სანაცვლოდ მიწებს იღებენ მთავრობისგან, ქრისტეს ყიდიან და შვილებს ამდიდრებენ. მოსაყდრე შიო კი მათ მფარველობს.

ხელისუფლება ამ ჯგუფს ეუბნება: თქვენ მიწებს გჩუქნით, კანონს დაარღვევთ — არ დაგსჯით, მაგრამ ვინც ჩვენ წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სიტყვას იტყვის, იმოქმედეთ და დასაჯეთ. მათაც აღასრულეს ეს დავალება, როგორც ვხედავთ.

ჟურნალისტებს კი გაშმაგებით ებრძვიან, ეკლესიის მტრებად აცხადებენ, რადგან ჟურნალისტები მათ ბნელ საქმეებს ააშკარავებენ.

ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს და ასეთი მოსაყდრე შიო, ჯაღმაიძე, ბოტკოველი... და ესენი მართავენ საპატრიარქოს, ეკლესიას,

რა ვთქვი არასწორი, როცა მოსაყდრე შიოს ეგზარქოსი ვუწოდე?" - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics