18:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 17:20:21, 719 ნახვა

საზოგადოება
რუსეთში ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოხალისეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჩუბითიძეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

რუსული გამოძიების მტკიცებით, ჩუბითიძე უკრაინულ დანაყოფებში 2014 წლიდან იბრძოდა. მას ბრალად სდებენ 5 სამხედროს დახვრეტას დონბასის ტერიტორიაზე, 2015-2016 და 2023 წლებში. 

2023 წლის ნოემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ აიყვანეს საქართველოს ორი მოქალაქე - გიორგი გოგოლაძე და გიორგი ჩუბითიძე. ორივე მათგანი უკრაინის მე-2 ინტერნაციონალური ლეგიონის მებრძოლები იყვნენ. გიორგი გოგლიძეს რუსეთის სასამართლომ 2025 წლის აპრილში თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

2024 წლის თებერვლიდან რუსეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი კიდევ ერთ ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოხალისეს, გიორგი გაწერელიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics