02:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-05 22:35:06, 1060 ნახვა

სამართალი
ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს

ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც 2019 წელს პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა დობორჯგინიძე ჭკადუას ძმაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ფარნაოზ ჭკადუა დააპატიმრეს, დღეს ჩამოვიდა საქართველოში, 2019 წლიდან მისჯილი აქვს საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩხუბში მონაწილეობის გამო ოთხი წელი, მას შემდეგ პოლონეთში ცხოვრობდა. როგორც ვიცი შეწყალების მოთხოვნა აქვს დიდი ხანია დაწერილი სალომეს მიმართა და არ დააკმაყოფილა.

ბოლო ორი წელია ყოველდღე ველაპარაკები ფარნაოზს საგარეო პოლიტიკაზე, და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს, ნაცები კი ლანძღავენ იმის გამო, რომ "ქოცურ" აზრებს წერს. თუ ვინმე იმსახურებს შეწყალებას ფარნაოზია!" - წერს დობორჯგინიძე.

ფაქრნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 2019 წლის ოქტომბერში წერდა.

ცნობისთვის, ფაქრნაოზ ჭკადუა, რომელიც თავისუფალი ზონის აქტივისტი იყო, პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 2019 წლის ოქტომბერში წერდა.

გუშინ, ჭკადუამ სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომლის თანახმადაც, საქართველლში დაბრუნდა.

2014 წელს თავისუფალი ზონის წევრები დააკავეს. ფარნაოზ ჭკადუას ბრალად ასავალ-დასავალის ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემა ედებოდა ბრალად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics