15:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-26 10:56:59, 7461 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი “ბიზნეს პროფაილინგი” დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, ვითარდება საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა, რომელსაც ახალი კურსი,  ბიზნეს პროფაილინგი  დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ, ბიზნესში გადაწყვეტილების მიღების პროცესები გააუმჯობესონ.

ბიზნესკურსით მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორ გამოიყენონ პროფაილინგი კომუნიკაციის, მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში;
  • როგორ გაიმარტივონ ყოველდღიური სამუშაო პროცესი ადამიანურ ფაქტორებზე დაკვირვებით.

კურსს უძღვება მარიამ კვარაცხელია - კლინიკური ფსიქოლოგი და ჰედვაის აკადემიის დამფუძნებელი.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics