11:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 22:32:09, 883 ნახვა

სამართალი
დღეს არავინ იკითხება, არც არავინაა დაკავებული, მოგვიანებით გამოიკითხებიან - სუსი ყოფილ მაღალჩინოსნებზე

ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი გარემოცვის სახლების ჩხრეკის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“.

„ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ცნობით, აცხადებენ სუსში.

„დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, - ამბობენ უწყების პრესცენტრში.

18:00 საათზე, მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი ადამიანის სახლებში - 22 ადგილას - ჩხრეკა ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics