15:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 15:41:14, 670 ნახვა

რეგიონი
მერისში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ეროვნული გმირის, ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, სოფელ მერისში, რუსეთ-საქართველოს ომის 16-წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს დაღუპული ეროვნული გმირის ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრები უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე - 2008 წლის 10 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ ყელქცეულში 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირე წლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები. 

„გმირი ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.

მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქედის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა მაიორმა მუხრან ბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა გმირის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს”, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics