13:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 16:24:04, 6848 ნახვა

Lifestyle
მაილი საირუსის სიმღერა "წვეულება ამერიკაში" ბაიდენის გამარჯვების სიმბოლოდ და საზეიმო ჰიმნად იქცა

მაილი საირუსის 2009 წლის ჰიტი "Party in the USA" ახლა ჰიმნია მათთვის, ვინც ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ეს სიმღერა მუსიკალურ ჩარტებშიც კი დაბრუნდა და უკონკურენტოდ ლიდერობს.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალება eonline.com ავრცელებს.

დაძაბული საარჩევნო სეზონის შემდეგ, ამერიკა მზად არის წვეულებისთვის.

ჯო ბაიდენის ისტორიული გამარჯვების შემდეგ 7 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში , მაილი საირუსის 2009 წლის ჰიტმა "Party in the USA" კიდევ ერთხელ გაარღვია iTunes ტოპ 200-იანი მუსიკალური ჩარტი, შეერთებულ შტატებში.

როგორც ჩანს, მიზეზი ის არის, რომ ბაიდენის მომხრეები ამ სიმღერას ბაიდენისა და მომავალი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მთავარი მიღწევის აღსანიშნავად იყენებენ.

მაილი საირუსი ტვიტერზე ატვირთული ვიდეოს სათაურში წერს, რომ მხოლოდ ეს უამრავი ნახვა აჩვენებს, თუ რამდენი ადამიანი უსმენს სიმღერას არჩევნების შედეგების საპატივცემულოდ და რამდენი ადამიანი ზეიმობს ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას.

ვარსკვლავის მიერ ატვირთულ სხვა ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ დადიან და მღერიან ქუჩებში მის სიმღერას ადამიანები, ის საზოგადოება, რომელიც ტრამპის საწინააღმდეგოდ ბაიდენს უჭერდა მხარს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics