|
2016-04-07 12:35:20, 3414 ნახვა
კულტურა
მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასები 20-30 ლარიდან დაიწყება
საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასები 20-30 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ბილეთების მაქსიმალური ფასი 90 ლარი იქნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე თვიდან მასშტაბური პროექტი - Check in Georgia იწყება. პროექტის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრეს. Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში რობი უილიამსის გარდა, ჯგუფი Maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ. პირველ კონცერტს 24 მაისს ეროს რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს. შემდეგ 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსი იმღერებს, 7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარდება, როცა ის მსოფლიოს ემშვიდობება (შემოქმედებით კარიერაში). პროექტ Check in Georgia-სთვის 29 მილიონი გამოიყოფა.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)