16:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-12 10:21:33, 625 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო თევზჭერის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო თევზჭერის ბრალდებით სამი პირი: 1982 წელს დაბადებული ვალერიან მ, 1950 წელს დაბადებული გიორგი ნ. და 1974 წელს დაბადებული ბესიკ მ. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას უკანონოდ დაჭერილი 15 კილოგრამი თევზი, ბადეზე მიმაგრებული ელექტროშოკის აპარატი და აკუმულატორი ამოიღეს.

უწყების ცნობით,  ბრალდებულებმა აღნიშნული თევზი კასპის რაიონში, სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში უკანონოდ დაიჭირეს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება აკრძალულ ადგილას ელექტროშოკის აპარატით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics