08:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 10:33:43, 575 ნახვა

სამართალი
კორპუსების რეკონსტრუქციის დროს 113 000 ლარის მითვისების გამო, ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების  ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი.მ. ზურაბ კახიძე და შპს „პილარ დეველოპმენტ“-ის დირექტორი, რომან გაბისიანი .

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  2013 წლის პერიოდში, საბურთალოს, ვაკის და ჩუღურეთის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. კორპუსების რეკონსტრუქციის პროცესში ბრალდებულებმა შესრულებული სამუშაოების აქტებში შეიტანეს  ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს  სამუშაოთა მოცულობა და მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 113 000 ლარს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე  მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics