20:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 11:37:07, 560 ნახვა

სამართალი
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და იარაღის გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალიკ ბ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics