12:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 14:47:17, 795 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდი“ გაიხსნა

ბათუმში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდი“ გაიხსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაში 40 მილიონო დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სასტურმო 180 ნომრიანი და მომხმარებლებს მსოფლიო კლასის მომსახურებას გაუწევს.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

 პრემიერი ბათუმის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდას მიესალმება.

“ეს არის უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენ ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics