16:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 09:23:13, 609 ნახვა

ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, გამოფენა-გაყიდვა “აღმოაჩინე საქართველო” გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტზე გატანის ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ ქართული კომპანიების გამოფენა-გაყიდვა “აღმოაჩინე საქართველო” გაიმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული პროდუქციის დახლი უკვე განთავსდა რუსთაველზე და 15 მაისამდე შესთავაზებს ადგილობრივ და უცხოელ სტრუმრებს სხვადასხვა სახის პროდუქტს. სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებენ კვებისა და სასმელი წყლების, ასევე სუვენირებისა და ხელნაკეთების მრეწველობაში მოღვაწე 24 ქართული კომპანია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე და აღნიშნულ რეგიონში უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში კი კონცენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მოპოვების კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics