14:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 11:17:28, 356 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს და სკოლის მანდატურს  უმასპინძლა. აღნიშნულ პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სტუმრებმა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში განთავსებული სახანძრო-სამაშველო მუზეუმი დაათვალიერეს, შემდეგ  მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს და სკოლის მანდატურს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ლექცია-სემინარი და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ. ლექცია-სემინარზე სახანძრო-სამაშველო საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება გაიმართა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ბაზაზე არსებული სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპორტული დარბაზი.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics