00:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 13:02:13, 704 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელი სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დააკვირდა და ქართული ქვედანაყოფების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მიზანს ბრიგადების შტაბების მართვისა და კონტროლის, ასევე ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და საბრძოლო ფუნქციების სინქრონიზირება წარმოადგენდა.

სწავლებაში IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების ბატალიონები იღებდნენ მონაწილეობას. სწავლების ხელმძღვანელობას და დაკვირვებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა ახორციელებდა.

სწავლება „Agile Spirit 2015” და „დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელი ფაზაა. ქართველი სამხედროები სწავლებას ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფის -“CUBIC”-ის წარმომადგენლებთან ერთად ატარებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics