14:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 10:54:34, 760 ნახვა

რეგიონი
გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა

„ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში გურჯაანის პირველი ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ოჯახური, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნის მიერ წარმოებული ღვინო.

ფესტივალი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა. მისი თქმით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

ღონისძიების სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს გიორგი სამანიშვილმა მიმართა და გურჯაანის ღვინის ფესტივალის დაფუძნება მიულოცა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ გურჯაანიც შემოუერთდა ღვინის კვირეულს. უკვე მეოთხე წელია ვატარებთ საქართველოს მასშტაბით ქართული ღვინის კვირეულს. თავდაპირველად ჩავატარეთ ქართული ღვინის დღე, რომელმაც შემდგომში კვირეულის სახე მიიღო, რადგან მოსახლეობას, მევენახეებს, ღვინის დამფასებლებს აერთიანებს სურვილი, რომ რთველის დასასრული, ეს შესანიშნავი პერიოდი  ყველამ ერთად იზეიმოს", - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის  კულტურის ისტორიის პავილიონები, საშემოდგომო ნობათი, დამზადდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები, სახალისო ვიქტორინაში გათამაშდა ღვინოები, გაიხსნა ქვევრი. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ფოლკლორულმა გუნდებმა.

ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.  ღონისძიება  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით გაიმართა.

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში ღვინის ფესტივალი „თელავინო" დღეს თელავში გაიმართება.

ქართული  ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე" კვირეულის სახეს მიიღებდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics