15:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 10:18:09, 900 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 500-ს გადააჭარბა

ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სულ მცირე 11 ათასმა კი სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. ზოგიერთი დასახლებული პუნქტისათვის ამ დრომდე ვერ ხერხდება მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება. ძლიერი წვიმის გამო კი ტრაგედიის ადგილას სამაშველო სამსახურებს გუშინ ღამით სამუშაოების შეწყვეტა მოუწიათ.

გავრცელებული ცნობით, მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის საკმარისად არ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა კატმანდუში ნანგრევების ქვეშ 15 წლის ბიჭი ცოცხალი იპოვნეს.

შეგახსენებთ, 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში გასულ შაბათს მოხდა, რასაც ისტორიული ძეგლებისა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა მოჰყვა. მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში ბოლო 80 წლის განმავლობაში არ მომხდარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics