08:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 19:51:33, 829 ნახვა

რეგიონი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები ივნისში დაფიქსირდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები ივნისის თვეში დაფიქსირდა.

როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს მედიის მიერ ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად ახალი მწვანე ბანერის დამონტაჟების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადგილზე რეალურ დროში არსებული ვითარების დასადგენად დაუყოვნებლივ გაიგზავნა საპატრულო ჯგუფი.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა, მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების დამონტაჟება გასული კვირის განმავლობაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა თანახმად, რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად 2017 წლის 19 ივნისს   ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე).

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია. საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით, ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს.

ეს საკითხი შესაძლებელია განხილული იყოს 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგ შეხვედრაზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს საბორდერიზაციო ქმედებებზე ზედმიწევნით დაკვირვებას“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics