15:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 11:00:02, 743 ნახვა

სამართალი
ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე უცხო პირის დნმ აღმოაჩინეს

ეროსი კიწმარიშვილის ცეცხლსასროლ იარაღზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ დაადასტურა.

ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კიწმარიშვილის თქმით, დნმ-ის იდენტიფიცირებისთვის გამოძიებამ სატელეფონო ანძების შემოწმება დაიწყო. თუმცა ვისი გენეტიკური მასალა აღმოჩნდა იარაღზე, რომლითაც გასროლა მოხდა, პროკურატურამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა.

მისი ინფორმაციით, პროკურატურამ იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ს 10-მდე პირის გენეტიკური ანალიზი უკვვე შეადარა. მისივე თქმით, გამოძიებამ ის პირები შეამოწმა, ვინც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი პირველად ნახა.

„ეს არის უცხო დნმ-ი, რომლითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია. მნიშვნელოვანია ის მოქმედებები, რომლითაც შესაძლოა გამოიკვეთოს ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყვნენ მომხდარ ფაქტთან“, - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.

ამასთან, კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საკვლევი ობიექტების რიცხვის გაზრდას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics