22:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 16:33:59, 633 ნახვა

საზოგადოება
სამების ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა

სამების ტაძარში  გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა. გარდამოხსნის წესი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად  აღასრულა.

გარდამოხსნის წესის შესრულებამდე სადგამი-საფლავი მომზადდა, რომელიც ტაძრის შუაგულშია მოთავსებული.სადგამის გარშემო  დალაგებულია აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოები – პასკა, კვერცხი და ჯეჯილი.

გარდამოხსნა ეს არის საგანგებოდ მოხატული დიდი ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში აღდგომამდე იქნება დასვენებული.

ამწუთებში კი, სამების ტაძარში უფლის დატირების რიტუალი მიმდინარეობს.სრულდება დავით გურამიშვილის ტექსტზე შექმნილი საგალობელი, რომლითაც უკვე 35 წელია ხდება უფლის დატირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics