12:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 14:39:57, 814 ნახვა

რეგიონი
ახალსოფელში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

სოფლის პირველად ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

აქციის მიმდინარეობის პროცესს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მოადგილესთან - ლელა სურმანიძესთან, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან - ილია ნაკაშიძესთან, მერაბ კარანაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან - ნადიმ ვარშანიძესთან ერთად გეცნო.

უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას ადგილზე შეეძლება მიიღოს - ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. დაგეგმილა ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევები.

უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სამედიცინო კონსულტაციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გასულ წელსაც ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics