03:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 15:01:23, 1333 ნახვა

სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 226 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 226 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.

 რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.

 ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა რეკრუტებს ფიცის დადება მიულოცა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა.
უწყების ცნობით, ფიცის მიღებამდე რეკრუტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს 9 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფებში გააგრძელებენ საკონტრაქტო სამსახურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics