10:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 17:10:48, 494 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „RMG”–სთან მიმართებაში რაც მოხდა, ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ

„მთელი ბონლისის რაიონი „RMG Gold“–ის მუშაობაზეა დამოკიდებული“, –ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ბიზნესმენებთან შევხედრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ კომპანიას 3000 ოჯახი ჰყავს დასაქმებული. 

„2012 წელს ბოლნისის რაიონს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. გასულ წელს მთლიანად ჩვენმა ცენტრალურმა ბიუჯეტმა  დააფინანსა ეს  რაიონი, რადგან კომპანია აბსოლიტურად პარალიზებული იყო. სამუშაოები გაჩერებული იყო. 3000 ოჯახის შენახვას  მილიონობით ლარი სჭირდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 პრემიერის შეფასებით, ვინც კომპანია „RMG Gold“–ის მუშაობის წინააღმდეგია, უპასუხისმგებლოები არიან. 

„მე მაინტერესებს, ამ ადამიანებს, თუ აქვთ გააზრებული,  რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე?! რა თქმა უნდა მათ არც პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3000 ოჯახი დგას. ეს არის ყოვლად უპასუხისმებლო  და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ის რაც ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics