2017-01-24 12:45:27, 1702 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენის განცხადებით, გიორგი ცერცვაძე მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ უნდა გადაეცეს
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო გიორგი ცერცვაძე, მტრულად განწყობილ ქვეყანას - რუსეთს არ გადაეცეს.
ნანუაშვილის თქმით, ოფიციალური თბილისი ვალდებულია, საკუთარი მოქალაქის უფლებები დაიცვას.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, თუ უკრაინაში ცერცვაძის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება, ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა იმსჯელოს.
სახალხო დამცველის განმარტებით, უკრაინაში დაკავებულ ქართველ სამხედროზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება და სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესს ყურადღებით დააკვირდება.
შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს. მას 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან