12:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 23:44:52, 2105 ნახვა

სამხედრო
დავით ნემსაძეს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ტყუილში ამხელს

შეიარაღებული ძალების მოქმედი ოფიცერი ირაკლი მანჯგალაძე სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს თადარიგის ოფიცრის, დავით ნემსაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვით გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ჯანჯღავამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათები თავდაცვის სამინისტროს საპატიო სტენდიდან მოხსნა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ირაკლი მანჯგალაძემ განუცხადა, ფოტო რომელიც დავით ნემსაძემ გაავრცელა, გადაღებულია 2006 წლის დეკემბერში, და არა ეხლა, თანაც არა სამინისტროში, არამედ გვარდიაში, სადაც მანჯგალაძის ცნობით, ნიკოლოზ ჯანჯღავა 2007 წლის იანვარში დაინიშნა ხელმძღვანელად.

" 2006 წლის დეკემბრისთვის რემონტი კეთდებოდა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში, შესაბამისად ეს ფოტოები ჩამოხსნეს რომ არ დაზიანებულიყო. 2007 წლის იანვარში ნიკა ჯანჯღავა დაინიშნა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსად. აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ ჯანჯღავას დროს ჩამოიხსნა ფოტოები არის მტკნარი სიცრუე. მოგვიანებით ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის შენობა გაიყიდა და ფოტოებიც გადავიდა ახალ შენობაში. მაშინდელი პირადი შემადგენლობის ყველა წევრი დაგიდასტურებთ ჩემს სიტყვებს" - განუცხადა "ექსპრესნიუსს" ირაკლი მანჯგალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics