23:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:35:24, 1978 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: გადასანაწილებელი ხმები გვრიტებივით გადაინაწილეთ ერთმანეთში „ოცნებამ

გადასანაწილებელი ხმები გვრიტებივით გადაინაწილეთ ერთმანეთში "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძროაბამ", - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ირმა ინაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლისას.

ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია საარჩევნო კოდექსთან შეუსაბამობაშია.

"მე არ მინდა გაგახსენოთ, ეს არჩევნები, წინა არჩევნებიც. არ იყო ეს არჩევნები იდეალური და ნურც იმ პროცენტებს ნუ დავითვლით, ვინ 3% გადალახა და ვინ 5%, თორემ მერე გაირკვევა, რომ ის ნახევარი მილიონი ხმა ჩემს ქვედა იარუსზე, რომ სხედან ამ ბატონებს და ქალბატონებს არ მიუღიათ. ეს საკონსტიტუციო კომისია ძალიან კარგი იქნება თუ დაიწყებს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მუშაობას. კონსტიტუცია შეუსაბამობაშია საარჩევნო კოდექსთან. 14 მანდატიდან 4 მანდატი ჩვენ გვექუთნოდა და ეს იქნებოდა დემოკრატიული გადანაწილება", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics