2016-07-26 16:55:51, 1717 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერი: ეკლესიაზე თავდასხმა ყველა კათოლიკესთვის მიყენებული სულიერი ჭრილობაა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ნორმანდიაში ეკლესიაზე თავდასხმა “ყველა კათოლიკესთვის მიყენებული სულიერი ჭრილობაა”, - ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ვალსმა თავდასხმას ბარბაროსული ქმედება უწოდა, მისი თქმით, ეს ერს უფრო გააერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიაში დანებით შეიარაღებულმა პირებმა 5 მძევალი აიყვანეს, აქედან 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა. სართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან